“ლეიბორისტული პარტიის” მაჟორიტარობის კანდიდატი

 

სამსონ გუგავა არჩევნებს აფასებს, მისი თქმით, პარტიის წინააღმდეგ სქემა ამუშავეს. “ესაა გაყალბების ახალი მეთოდოლოგია, რაც მტკიცდება იმით, რომ გამოუცდელი კადრები ჰყავდათ საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე. აღარაფერს ვამბობ ამომრჩევლის მოსყიდვაზე. ლეიბორისტების წინააღმდეგ ამუშავეს ძირითადი სქემა. სოციალური ბაზიდან ამოიღეს 400 ათასი ბენეფიციარი. ამაში არის მთხოვნელი, როგორც სცილაური დახმარების ასევე მოსარგელე. ამ ადამიანებს დაურიგეს 50-50 ლარი თითოეულ სულზე, რათა არჩევანი გაეკეთებინათ “ლეიბორისტული პარტიის” წინააღმდეგ”, – განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა სამსონ გუგავამ.
მისი თქმით, “ლეიბორისტული პარტია” დანენებას არ აპირებს.
“საბოლოო შედეგი დღეს თუ არა ხვალ იქნება და დავამარცხებთ ამ უმსგავსობას”, – განაცხადა გუგავამ.
ცესკოს მონაცემებით, “ლეიბორისტულმა პარტიამ” პროპორციულ არჩევნებში 3,14 % მიიღო, ქუთაისში 48-ე მაჟორიტარულ ოლქში კი სამსონ გუგავამ 2,93 % მიიღო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *