ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ,
– ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა დავით ბაქრაძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“დღეს მთელი დღის განმავლობაში ვისმენთ პოლიტიკური ლიდერების განცხადებებს, რომლებიც აანონსებენ პოლიტიკიდან წასვლას. შექმნილი ვითარება ქმნის რეალობას, როცა “ნაციონალური მოძრაობა” აღარ არის მთავარი ძალა, არამედ ყალიბდება ერთადერთ ძალად. ამიტომ “ნაციონალურ მოძრაობაზე” გადის პოლიტიკური ბრძოლის ხაზი, იმისთვის რომ ქვეყანაში არსებობდეს განსხვავებული აზრი და ოპოზიცია. ამიტომ ჩვენი ბროლა გრძელდება, არსად წასვლას არ ვაპირებთ და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა ბაქრაძემ.