ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 20 საათიან მონაცემებს ავრცელებს.
კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა 68 000–მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 42.06 % შეადგენს.
“არჩევნებმა ქუთაისში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, არსად რაიმე სახის ინცინდენტი არ მომხდარა, უბნებზე იყო სამუშაო ატმოსფერო და მათ კარგად შეასრულეს მოვალეობა. იყო მცირეოდენი ხარვეზები,” – განმარტავს ავთანდილ ოსეფაიშვილი.
რაც შეეხება საჩივრებს ქუთაისი #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 28 საჩივარი შევიდა, რომელიც კენჭისყრის პროცედურული საკითხების დარღვევებს შეეხება.
ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, შესაძლოა დილისთვის ხარვეზები დაფიქსირდეს.
ქუთაისი #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმდჯომარის განცხადებით, #79 და #117 უბნებზე გადასატანი ყუთები გაბათილდა.
ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, არჩვენების პირველად შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაცხადებს.