თი-ენ-ეს–ის ეგზიტპოლის პირველადი
შედეგების თანახმად “ქართული ოცნება” ლიდერობს. ამომრჩეველთა 53.8% “ქართული ოცნებას” უჭერს მხარს, ხოლო 19.5% – “ნაციონალური მოძრაობას”.
ეგზიტპოლის პირველადი შედეგების მიხედვით , მესამე პარტია, რომელიც ბარიერს გადალახავს, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსია” 5%-ით.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: “თავისუფალი დემოკრატები” – 4.0%, “ლეიბორისტული პარტია” – 3,1%, “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” – 2,7%.
ეგზიტპოლი ოთხი ტელეკომპანიის – “ჯი-დი-ეს”, “მაესტრო”, “იმედი” და საზოგადოებრივი მაუწყებლის – დაკვეთით ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები კომპანია “გორბიმ” შეასრულა.