წყალტუბოს 58-ე საოლქო საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარის გიორგი ნიჟარაძის ინფორმაციით 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ წყალტუბოში 44% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 23 241 ამომრჩეველია.
“დილიდან ამ დრომდე მხოლოდ 3 საჩიავარია შემოსული ოლქში, პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით. არჩევნები სტაბილურად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. 17:00 საათის მდგომარეობით 23 241 ამომრჩეველია დაფიქსირებული” – განაცხადა გიორგი ნიჟარაძემ, 58-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

15:00 საათიდან აქტივობა 6,29%-ით არის გაზრდილი, რაც რაოდენობრივად 3 969 ამომრჩეველს შეადგენს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *