ქუთაისში საარჩევნო უბანზე, “ქართული ოცნების” მომხრეების მობილიზება შეინიშნება. “ქართული ოცნების” მხარდამჭერები #20 საარჩევნო უბანზე შენიშნეს.
“მაგათ ვინ გაუმკლავდება, იმდენი არიან. შესაძლოა ზეწოლასაც კი ახდენენ,” – განაცხადა მე–20 უბნის ერთ–ერთმა კოორდინატორმა.
ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი იურისტმა, ნათია კაპანაძემ გააკეთა. მისი თქმით, კანონი არ კრძალავს საარჩევნო უბნის გარეთ მომხრეების, თუნდაც ზედმეტი რაოდენობით, მობილიზებას.
” თუკი დაფიქსირდა ირიბი ზეწოლა, ეს უკვე კონკრეტულ ფაქტსა და შემთხვევაზეა დამოკიდებული,”– აღნიშნა საიას იურისტმა ნათია კაპანაძემ.
საოლქო საარჩევნო კომისიაში ამასთან დაკავშირებით საჩივარი არ შესულა.