შოთა მურღულიამ საკუთარი არჩევანი დილის 09:00 საათზე #48-ე უბანზე დააფიქსირა.
მურღულიას განცხადებით ხმა ქვეყნის სწრაფ განვითარებას მისცა.
“მოვიხადე მოქალაქეობრივი ვალი და მოვედი არჩევნებზე, ისევე როგორც სხვა მოქალაქეებმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველამ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და განსაზღვროს მომავალი. ხმა მივეცი ქვეყნის სწრაფ განვითარებას. იმედი მაქვს, რომ წარმატებით ჩაივლის ეს არჩევნები, იქნება მაღალი აქტივობა და დემოკრატიის მხრივ ყველაზე გამორჩეული არჩევნები”-განაცხადა შოთა მურღულიამ.