ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ამფითეატრში

სამოქალაქო აქტივიზმის ფესტივალი “გააქტიურდი” გაიმართა. ღონისძიების მიზანა ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზაცია და დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობით ცვლილებების მიღწევა.

“მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი ტიპის ღონისძიებები ძირითადად თბილისში ხორციელდება, ქუთაისში კი ნაკლებად, მე პირადად ქუთაისელი ვარ და ჩემი მიზანი იყო, რომ ეს პროექტი ქუთაისში განხორცილებულიყო,”-ამბობს პროექტის კოორდინატორი ერეკლე ერისთავი.

პროგრამა მრავალფეროვნების სკოლის ფარგლებში ხორციელდება. მრავალფეროვნების სკოლას ორგანიზებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია ირის ჯგუფი – მრავალფეროვნების მართვა, გერმანული ორგანიზაცია MitOst-თანთანამშრომლობით. პროექტის მხარდამჭერები ასევე არიან:”საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ” და “სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბი თაობათა დიალოგი”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *