რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთში ტერაქტების შემთხვევაში უკრაინას “მკაცრ პასუხებს” ჰპირდება.
ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკვე განახორციელა 3 ტერაქტი კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინას ბრალი დასდო იმაშიც, რომ ისინი “თურქული ნაკადის” განადგურებას ცდილობდნენ.
,,დღეს დილით, თავდაცვის სამინისტროს წინადადებით, უკრაინის ენერგეტიკულ, სამხედრო სარდლობასა და კავშირგაბმულობის ობიექტებზე შორი დისტანციური ზუსტი იარაღით განხორციელდა მასიური დარტყმა. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმები გაგრძელდება, რეაგირება იქნება მკაცრი და შესაბამისი მასშტაბით,” – განაცხადა პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
ასევე, ვლადიმერ პუტინის თქმით, შეტევები, რომელსაც უკრაინული მხარე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ახორციელებს, შესაძლოა “ბირთვული ტერორიზმია”.