რუსეთს 100 მილიონის პროცენტის საშეღავათო პერიოდი 26 ივნისს ამოეწურა და უცხოელ კრედიტორებთან ვალის გადაუხდელობის გამო, ქვეყანამ დეფოლტი განიცადა.
შექმნილი ვიტარება დასავლეთის სანქციების შედეგია.
Bloomberg წერს, რომ ეს ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკურ, ფინანსურ და პოლიტიკურ გარიყვას. ბანკის საგარეო რეზერვები გაყინული რჩება უმსხვილესი ბანკები კი გლობალური ფინანსური სისტემიდან გათიშულია.
თუმცა, ეკონომიკისა და ბაზრებისთვის უკვე მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, დეფოლტი ახლა უფრო სიმბოლურია და ნაკლებად მნიშვნელოვანია რუსებისთვის, რომლებიც ორნიშნა ინფლაციასა და წლების განმავლობაში ყველაზე უარეს ეკონომიკურ ვარდნას უმკლავდებიან.