Human Rights Watch-ის განცხადებით, ორგანიზაციამ კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები დააფიქსირა.
Human Rights Watch-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც უკრაინას აპრილსა და მაისში ეწვივნენ, „გამოიძიეს სიკვდილით დასჯის 22, სხვა უკანონო მკვლელობის 9, გაუჩინარების 6 და წამების 7 ფაქტი“.
„სავარაუდო დანაშაულები ჩადენილია თებერვალსა და მარტში რუსი ჯარიკაცების მიერ, რადგან ისინი აკონტროლებდნენ ტერიტორიის დიდ ნაწილს“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე ცნობით, უკრაინაში ყოფნის დროს, 10 აპრილიდან 10 მაისამდე პერიოდში, 65 ადამიანი გამოიკითხეს, მათ შორის 66 წლის ანასტასია კიევის ოლქიდან, რომელმაც განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცების მიერ სიკვდილით დასჯილი შვილის ცხედარი სარდაფში იპოვა.