ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელის ჰანს კლუგეს განაცხადებით, “ომიკრონმა” შესაძლოა, ევროპაში პანდემია დაასრულოს.
კლუგეს თქმით, „ომიკრონმა“ კორონავირუსის პანდემია ახალ ფაზაში გადაიყვანა და ევროპაში შესაძლოა, პანდემიას ბოლო მოუღოს.
ამის შესახებ მან „ფრანს-პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ სეზონურობის შემცირების, ადამიანების იმუნიტეტისა და აცრების შედეგად, თვეების განმავლობაში გლობალური იმუნიტეტი შეიქმნება.
” „კოვიდ-19“ წლის ბოლომდე შესაძლოა, დაბრუნდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პანდემია აუცილებლად დაბრუნდება“, – აღნიშნა ჰანს კლუგემ.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ წარმომადგენლის განცხადებით, დაავადებები ენდემურია, რომელთა დინამიკის პროგნოზირება შესაძლებელია.
„ამ ვირუსმა არაერთხელ გაგვაოცა, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.