მუსიკოსთა თეორიული კონფერენცია “თაობათა ცვლა” უკვე საერთაშორისო მასშტაბზე გავიდა.
კონფერენცია, რომელსაც ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა მასპინძლობს, 3-5 აპრილს გაიმართება და მასში მონაწილეობას ქართველი, ევროპელი და ამერიკელი პროფესიონალები მიიღებენ.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენს: საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე სპეციალისტების კონსოლიდირება და მათი ინტელექტუალური რესურსის მოზიდვა ქ. ქუთაისის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრებში, ძველი ტრადიციების აღდგენა, აკადემიური განათლების პროპაგანდის ხელშეწყობა, მოზარდი თაობის აქტიური ჩაბმა ამ პროექტში, მათი შესაძლებლობის წარმოჩინება, ანალიტიკური უნარ-ჩვევების გამომუშავება და განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულ მოსწავლეთა გამოვლენა და სტიმულირება, რეგიონების ჩართულეობა და მათი ინტეგრირება.
გამორჩეული თემის ავტორი – მოსწავლე დაჯილდოვდება დამფუძნებლის საავტორო პრიზით – “ეთერ კაკუშაძის სახელობის ფულადი პრემიით”
კონფერენცია 2019 წელს დაარსადა.