ქუთაისში საპნის ფლორის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.
ირმა ახალაძემ დღეს, 26 მაისის დღესასწაულზე, საკუთარი პროდუქცია წარმოადგინა. ის მომხმარებელს საპნისგან დამზადებულ სურნელოვან თაიგულებს სთავაზობს. როგორც ირამამ აღნიშნა, მისი შემოქმედებით საზოგადოების დაინტერესება დიდია, რადგან ანალოგი საქართველოში არ არსებობს.
,,საპნისგან ყვავილის ფორმებს ვქმნი, რომელიც გამოიყენება როგორც დეკორად, ასევე საპნის დანიშნულებით, თუმცა არ არის ანტიბაქტერიული და კოსმეტიკური. საქართველოს ბაზარზე მსგავსი ანალოგი არ მინახავს. როცა ფორმებს და პიგმენტებს ვეძებდი, აქ ვერსად ვიპოვე და გამოვწერე. ჩემს შემოქმედებას ძირითადად სოციალური ქსელის და სავაჭრო ცენტრების მეშვეობით ვაცნობ საზოგადოებას,’’-ამბობს ირმა ახალაძე.
გამოფენა 19:00 საათზე დასრულდება.