ქუთაისის მერია აცხადებს კონკურსს – „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“.
კონკურსის მიზანია:
• ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორცილების პროცესში;
• მათი ინიციატივების მხარდაჭერა.
პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს.
საკონკურსო პროექტების თემატიკა:
• საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდა;
• ახალგაზრდული საქმიანობის განვითარება;
• ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერა;
• ახალგაზრდებისთვის არაძალადობრივი, უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
• ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისა და დასაქმების ხელშეწყობა;
• ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სისტემის გაუმჯობესება;
• საგანმანათლებლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი პროექტების წახალისება;
• ახალგაზრდებში ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციების განვითარებასა და მათი ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელების პროცესში.
• COVID-19 წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები/აქტივობები.
განაცხადების წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, მისამართზე: contact@kutaisi.gov.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 20 თებერვლის 18:00 სთ.