25 დეკემბერს “DMO იმერეთი“ ოქროს ჩარდახში საშობაო ღონისძიებას გამართავს.
ღონისძიებაზე საშობაო სიმღერებს შეასრულებს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი.
სტუმრებს საშობაო განწყობასთან ერთად ცხელი გლინტვეინი და სადღესასწაულო ნუგბარი ელის.
“შაბათს, 25 დეკემბერს “DMO იმერეთი“ გეპატიჟებათ “ოქროს ჩარდახში” რათა შობა მივულოცოთ ჩვენს კათოლიკე თანაქალაქელებს, სტუმრებს და ყველას ვინც ამ დიდ დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს. თქვენ გელოდებათ ჯადოსნური განწყობა, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის გუნდისა და ორკესტრის მიერ შესრულებული საშობაო მელოდიები, სადღესასწაულო ნუგბარი და ცხელი გლინტვეინი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები.”- წერს მარი დევიძე – “DMO იმერეთი“-ს დირექტორი სოციალურ ქსელში.