ქუთაისში, პირველ ქართველ მფრინავ ქალზე, რუსუდან ჟორდანიაზე სპექტაკლის ჩვენება გაიმართა.

სპექტაკლში რუსუდან ჟორდანიას ბავშვობა, მისი ახდენილი ოცნებები და დამსხვრეული სტერეოტიპებია ნაჩვენები. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში საზოგადოება ქალისა და კაცის პროფესიებს მკვეთრად მიჯნავს და გარკვეულ საქმიანობას ქალისთვის შეუფერებლად მიიჩნევს, რუსუდან ჟორდანიამ სოციუმის ზეწოლას თავისი მიზანი დაუპირისპირა. ,,რამხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე, ქალებს რომ ამდენი შეძლებოდათ ,აქამდე გვეყოლებოდნენ მფრინავი ქალები”-ეს არის ფრაზა, რომელსაც ჯერ კიდევ პატარა გოგოს საზოგადოება გამუდმებით უმეორებს. მაგრამ რუსუდანის ოცნება, სტერეოტიპებზე ძლიერი აღმოჩნდა. ის პირველი ქართველი მფრინავი ქალი გახდა და ყველას დაანახა, რამდენი რამის მიღწევა შეუძლიათ ქალებს.

სპექტაკლი ,,ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის” ორგანიზებით მოეწყო.

 

,,სპექტაკლი მაია სარიშვილის ,,მაღალი და დაბალი ქვაბები და ცაში გაფრენა” მიხედვით დაიდგა. სპექტაკლის მთავარმა გმირმა დიასახლისობა ს და მთელი ცხოვრება დაბალი და მაღალი ქვაბების რეცხვას ცაში გაფრენა არჩია. მან დაამსხვრია სტერეოტიპები და სასურველ მიზანსიაღწია “-ამბობს სპექტაკლის რეჟისორი და მსახიობი მაგდა ჩიხლაძე.

,,ხშირად ქალები ქმნიდნენ ისტორიებს, მაგრამ ეს ისტორიები რატომღაც დროც გადაფარა.სწორედ ამ სახელების და გვარების წამოწევას ემსახურება ჩვენი პროექტი, რომლის ფარგლებშიც დღეს სპექტაკლი გავმართეთ. სწორედ ბარიკადების გადალახვით შეიქმნა ამ ქალების ისტორია”-ამბობს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი, ნატალი პატარიძე

პექტაკლების სერია დაიდგმება პროექტის ფარგლებში – „კუტურული ინდუსტრიის იდეოლოგიური გადააზრება ფემინისტურ ჭრილში“. პროექტი ხორციელდება ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მიერ, ქალთა ფონდის მხარდაჭერით. პროექტის მანძილზე კიდევ ორი სპექტაკლი დაიდგმება: დავით ტურაშვილის ,,მედეა” და დიანა ანფიმიადის ,,ზრაპარი კალიგრაფ ქალზე”. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, 2018 წელს კრებული გამოიცა. კრებულში შესულია 12 თანამედროვე ქართველი მწერლის მიერ შექმნილი 21 ზღაპარი იმ ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *