“ქუთაისი ემშვიდობება რეზო გაბრიაძეს”-ამ შინაარსის
წარწერა ქუთაისის მესხიშვილის თეატრის ფასადზე განთავსდა, რითაც ქალაქი მხატვარ, თეატრისა და კინოს რეჟისორ, მწერალსა და მოქანდაკე რეზო გაბრიაძეს გამოემშვიდობა.
მას ხუთშაბათს, 10 ივნისს, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. რეზო გაბრიაძის ცხედარს ანჩისხატის ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ.
რეზო გაბრიაძე 29 ივნისს 85 წლის გახდებოდა. იგი მონაწილეობდა 35-ზე მეტი ფილმის შექმნაში, რომელთა შორისაა: “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “სერენადა”, “არ დაიდარდო”, “ქვევრი”, “ფეოლა”, “შერეკილები”, “მიმინო”, “ქინ-ძა-ძა!” და სხვა.
რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. მის ნაწარმოებებში ქუთაისს გამორჩეული ადგილი უკავია.