ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო
თეატრი 14 ოქტომბერს 52-ე თეატრალურ სეზონს ხსნის. კოვიდ 19-ის გამო, ერთგანყოფილებიანი კონცერტი ლადო მესხიშვილის თეატრის ეზოში მოწყობილ ღია სივრცეში ჩატარდება.
კონცერტში მონაწილეობენ სოლისტები: ნაირა კიკოლიაშვილი, ფერიდე ჯინჯიხაძე, მარიკა მაჩიტიძე, სოფიო ბერიშვილი, ირმა შავგულიძე, ნათია მელქაძე, რამაზ კუბლაშვილი, არმაზ დარაშვილი, კალისტრატე ხარჩილავა, ბაკურ კვირიკაშვილი, ბადრი სახამბერიძე, ბადრი ადამია, ლაშა თითბერიძე, მიხეილ ქებაძე, ემილ ჩარგაზია, თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი ნათია გოგუაძე) და ორკესტრი.
კონცერტს, რომლის პროგრამაში მხოლოდ ქართული საოპერო მუსიკაა, თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი წარუძღვება.
სეზონი 16:00 საათზე გაიხსნება.