ქუთაისის თოჯინების თეატრი 73-ე სეზონს 22 ივლისს დახურავს. სპექტაკლი ღია ცის ქვეშ,
თეატრის ეზოში გაიმართება. წარმოდგენილი იქნება ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ,,ნაცარქექია”. ეს არის ანიმაციურ სტილში ფერადი ჩრდილების სპექტაკლი. რეჟისორია ლევან გაბრიჭიძე. დასწრება თავისუფალია.
სპექტაკლი 20:00 საათზე დაიწყება.
კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ეს პირველი სპექტაკლია, რომელსაც ქუთაისის თოჯინების თეატრი მაყურბელს შესთავაზებს.