ქუთაისის ოპერის თეატრმა დისტანციური კონცერტების სერია დაიწყო. პირველი კონცერტი

უკვე გამოაქვეყნეს, მასში მონაწილეობა თეატრის სოლისტებმა ბადრი ადამიამ და მარიკა მაჩიტიძემ მიიღეს. აკომპანირება კონცერტმეისტერმა გიორგი რევიშვილმა გაუწიათ. 

,,ძალიან უჩვეულოა ჩვენთვის ეს ფორმატი. ვირუსის გამო, კარანტინის პირობებში გავუშვით ჩვენი გასული წლების ნამუშევრები, პრემიერები.დღეს ვიწყებთ ახალ, დისტანციური კონცერტების სერიას. ჩვენი სოლისტების მინი კონცერტებს. მათი ტრანსლირება მოხდება ჩვენს Facebook da youtube არხებზე. სანამ მასშტაბურ ღონისძიებებზე გადავალთ დავრჩებით ამ რეჟიმზე. ვნახოთ როგორი გამოხმაურება ექნება. ვეცდებით სიახლეები შემოგთავაზოთ.”- განაცხადა ქუთაისის ოპერის თეატრის მთავარმა დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა. 

შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო თეატრები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ. სპექტაკლების ნახვა მაყურებელს მათი ოფიციალური გვერდების საშუალებით შეუძლიათ.

კონცერტის მოსმენა შესაძლებელია აქ: https://www.youtube.com/watchv=8qJC3ZxIn7U&feature=youtu.be&fbclid=IwAR0Es1a2fIkORo
AtTM63F6pYCDOPOMSZQl1jrEC3Vqly0IhMLxqoNDDGR2Q

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *