მაყურებელთან დისტანციურად შესახვედრად ქუთაისის ოპერის თეატრშიც ემზადებიან. როგორც რადიო
,,ძველ ქალაქს” თეატრის მთავარმა დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა განუცხადა, თეატრში საკითხს განიხილავენ და უახლოეს პერიოდში ოპერის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ სპექტაკლები და კონცერტები თეატრის FB და youtube გვერდების საშუალებით იხილონ სანამ ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაცია არ გამოსწორდება.
,,ორშაბათს გვექნება შეხვედრა და სავარაუდოდ ამოვარჩევთ საუკეთესო სპექტაკლებს. სამწუხაროდ, ჩვენს თეატრს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ლაივსტრიმი და მაღალი ხარისხის ჩანაწერი გააკეთოს. ეს თავის დროზე, თეატრის რეაბილიტაციის დროს, არავინ გაითვალისწინა. ჩვენ ჩვენი რესურსებით ვერ შევძლებდით იმ აპარატურის შეძენას, რაც ხარისხიან ჩანაწერის გაკეთებას გულისხმობს. ეს ჩვენთვის პრობლემა აღმოჩნდა და დავდექით დილემის წინაშე. რაც გვექნება ჩანაწერი იქედან შევთავაზებთ და ვისაც ვუყვარვართ ისედაც ნახავს”.- განაცხადა რევაზ ჯავახიშვილმა.
ქვეყნის მასშტაბით თეატრები მაყურებელთან შეხვედრებს დისტანციურად იწყებენ. საკუთარი სოციალური ქსელების საშუალებით მაყურებლებს სპექტაკლებს ქვეყანაში სიტუაციის გამოსწორებამდე შესთავაზებენ.