90-იანი წლების საქართველოში ქალის (მათ შორის არასრულწლოვნის) მოტაცება ქორწინების მიზნით

საკმაოდ გავრცელებული ამბავი იყო. ახალგარზდა რეჟისორმა ნესტორ ჭეიშვილმა გადაწყვიტა 90-იანი წლების ქართულ ქორწილს და მოტაცების ე.წ. ტრადიციას დოკუმენტური ფილმი მიუძღვნას. ნესტორ ჭეიშვილი 18 წელია ისრაელში ცხოვრობს და ფილმის გადასაღებად დეტალების დასაზუსტებლად საქართველოში ჩამოსვლას უახლოეს დღეებში აპირებს.

,,ვმუშაობ დოკუმენტურ ფილმზე. ისრაელმა დამაფინანსა. საქართველოში მალე ჩამოვალ. თემაა ე.წ. მოტაცების ტრადიცია 80-90-იან წლებში ოჯახის შესაქმნელად. ეს აღმოჩნდა საინტერესო აქაურებისთვის. როდესაც მსგავსი ისტორია მოვყევი დააინტერესათ. პირველად გაიგეს. ეს ამბები ხდებოდა და ბევრი ოჯახი ასე შეიქმნა საქართველოში. ბევრს ჰგონია, რომ ეს ქართული ტრადიცია იყო. მინდა ვაჩვენო რომ ეს არ არის ქართული ტრადიცია.”- ამბობს ნესტორ ჭეიშვილი.

ახალგაზრდა რეჟისორი გასული საუკუნის რეალური ისტორიების შეგროვებას გურიასა და იმერეთში გეგმავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *