ახალგაზრდა პიანისტი, სანდრო გეგეჭკორი მარია კანალსის ბარსელონას პიანისტთა 66-ე საერთაშორისო
კონკურსზე გაემგზავრება. კონკურსი მარტში გაიმართება. შესარჩევ ეტაპში მსოფლიოს მასშტაბით 212 პიანისტი მონაწილეობა.
,,ვიდეო ჩანაწერით მოხდა შერჩევა. 20 მარტს უნდა ვიყო ბარსელონაში. 21 მარტს იწყება კონკურსი და 3 სოლო კონცერტი მექნება. სამივე სხვადასხვა პროგრამა იქნება. კონკურში 18-დან 36 წლამდე პიანისტები იღებენ მონაწილეობას და შესარჩევ ეტაპზე თან მეგონა რომ გავიდოდი, თან – არა. ეს სხვა დონის კონკურსია. იმის გამო, რომ მე ჯერ 19 წლის ვარ, ასეთი რანგის კონკურსები ალბათ ადრეა ჩემთვის, მაგრამ აქაც მწყალობს ბედი. თუმცა ეს ჯერ ზღვაში წვეთია. მთავარი აწი იწყება.”- ამბობს სანდრო გეგეჭკორი.
კონკურსი დაარსდა 1952 წელს და 1958 წლიდან არის ჟენევის საკონკურსო ფედერაციის წევრი.მარია კანალსის კონკურსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია და ესპანეთის დედოფლის პატრონაჟით იმართება.