განახლებული ქუთაისის თოჯინების თეატრი ოფიციალურად 18 იანვარს გაიხსნება.
15:00 საათზე გაიმართება სპექტაკლის “ჩხიკვთა ქორწილის” პრემიერა. ოფიციალურ გახსნას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრებიან.
19 იანვარს კი “ჩხიკვთა ქორწილის” ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. სპექტაკლი 13:00 საათზე დაიწყება.
სპექტაკლის რეჟისორი ლევან გაბრიჭიძეა. “ჩხიკვთა ქორწილი” ვაჟა ფშაველას ნაწარმოების მიხედვით ნინო ანთიძის პიესით შეიქმნა.
თოჯინების თეატრს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რისთვისაც ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.