14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. ამ დღეს იმერეთის სახელმწიფო
რწმუნებული თეტრალებს ულოცავს. მისი თქმით, ქართული თეატრი ყოვეთვის ამბობდა თავის სათქმელს და არაერთი აღიარება მოიპოვა.
,,სრულიად ქართულ თეატრალურ საზოგადოებას ვულოცავ ქართული თეატრის დღეს. 170 წლის განმავლობაში მან განვითარების მრავალფეროვანი გზა გაიარა და არაერთი აღიარება მოიპოვა.
ქართულ თეატრს ყოველთვის განსაკუთრებული დანიშნულება და როლი ჰქონდა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, ყოველთვის ამბობდა თავის სათქმელს სირთულეების და გამოწვევების მიუხედავად.
იმერეთსა და საქართველოში მოქმედ ყველა სახელმწიფო, სახალხო და კერძო თეატრს, ყველა ღვაწლმოსილ თეატრალს და აღიარებულ მოღვაწეს, ახალგაზრდა თაობას, ვუსურვებ საინტერესო და სისხლსავსე შემოქმედებით ცხოვრებას, მაყურებლის სიმრავლეს, სიყვარულს და ოვაციებს.” – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ.
ქართული პროფესიული თეატრი დააარსა პოეტმა და დრამატურგმა გიორგი ერისთავმა. პირველი წარმოდგენა გაიმართა 1850 წლის 2 (14) იანვარს, თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში, სცენისმოყვარეთა ძალებით, ერისთავის რეჟისორობითა და მონაწილეობით წარმოადგინეს მისივე პიესა “გაყრა”. ეს თარიღი მიჩნეულია ქართული თეატრის აღდგენის თარიღად და XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება, როგორც ქართული თეატრის დღე.