ქუთაისის ოპერის თეატრსა და იტალიაში, ქალაქ პიზაროში მდებარე, ,,რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს
საერთაშორისო საოპერო აკადემიას” შორის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირინე ლომინაძემ განუცხადა, მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია იტალიელების სტუმრობა ქუთაისში და პირიქით.
,,აპრილში მთლიანი დასი ჩამოდის ქუთაისში, მათ შორის დირიჟორიც. მათ იციან რომ ჩვენ არ გვაქვს საშუალება და თავიანთი ხარჯებით ჩამოვლენ. წარმოადგენენ ,,ტრავიატას”. შემდეგ ჩვენი ვიზიტოა დაგეგმილი, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ მთლიანი დასი წავიდეს. ამიტომ ვფიქრობთ, დირიჟორი და რამდენიმე მომღერალი გაემგზავროს.”- განაცხადა ირინე ლომინაძემ.