ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მურაბების ფესტივალი ჩატარდება. წარმოდგენილი იქნება
50-ზე მეტი იშვიათი სახეობის მურაბა. მოეწყობა მურაბების დეგუსტაცია ჩაითა და ყავით.
ფესტივალი 31 დეკემბერს, 18:00 საათიდან, ღია ცის ქვეშ, ნაძვის ხესთან დაიწყება.
მურაბების ფესტივალი ხარაგაულში წელს მესამედ ტარდება.
ფესტივალი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში იმართება.