კულტურა
ქუთაისში საახალწლო განათება 15-20 დეკემბრიდან ჩაირთვება
ქუთაისში საახალწლო განწყობის შექმნაზე დიზაინერი მაგდა კუპატაშვილი იმუშავებს.

მისი თქმით, საახალწლო მორთულობით ცენტრალური ბაღი, ხიდები, პუშკინის, ფალიაშვილის, წმ. ნინოს, ცისფერყანწელთა, რუსთაველის ქუჩები და მერიის მიმდებარე ტერიტორია დაიტვირთება. პუშკინის ქუჩაზე საჰაერო ბურთის ინსტალაცია, ხოლო ელექტროგანათების ბოძებზე ჭაღის ფორმის განათებები განთავსდება, გაიზრდება ხეებზე მიმაგრებული სტრინგების რაოდენობა. დიზაინერი ამბობს, რომ რკინის კონსტრუქციების მონტაჟი უკვე დაიწყო რუსთაველის ქუჩაზე.

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე კვლავ თეატრის წინ განთავსდება, თუმცა, განახლდება ტოტები, კონსტრუქცია და აქსესუარები.

ძველი კონსტრუქციები და განათებები გარეუბნებში გადაინაცვლებს.

ქუთაისში საახალწლო განათება 15-20 დეკემბრიდან ჩაირთვება. 

ფოტო: თეკო ჭეიშვილი
| Print |