ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს
მერია საკრებულოს დღეს გადაუგზავნის.
საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი 25 ნოემბრამდე უნდა განიხილოს და ამის შემდეგ შესწორებებითა და რეკომენდაციებით კვლავ მერიას დაუბრუნოს.
მერია ვალდებულია, რომ გადამუშავებული ბიუჯეტი საკრებულოში 10 დეკემბრამდე წარადგინოს.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ წინა წელთან შედარებით, ბიუჯეტის მოცულობა გაზრდილია. მათივე განმარტებით, 2020 წლის ბიუჯეტშიც პრიორიტეტულად ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული და ახალგაზრდული მიმართულებები რჩება.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე