ირანული კულტურის დღეები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

წარმოშობით ქართველი, ირანელი ხელოვანის ჰელენ იოსელიანის ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა. 

,,მე ჰელენ იოსელიანი ვარ. წარმოშობით ქართველი ირანელი. ვცხოვრობ ისაპჰანში. მე ვარ დიდი სეიფოლა-ხან იოსელიანი შვილი , რომელმაც ძალიან დიდი სამსახური გაუწია ირანელ ქართველობას. ბედნიერი ვარ, რომ რაღაც წვლილი მეც შემაქვს ქართულ საქმეში, ხელოვნებაში. ეს ჩემი მერვე პერსონალური გამოფენაა. რამდენჯერმე მიმიწვიეს თურქეთში და სხვა ქვეყნებში საელჩოებმა. ჩემი ნამუშევრები, რაც აქ არის წარმოდგენილი შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ. ერთი ნაწილი ისლამურ, ხოლო – მეორე ქრისტიანულ სამყაროს ასახავს.” – ამბობს ჰელენ იოსელიანი. 

ირანული კულტურის დღეების აღნიშვნა 12 ნოემბერს დაიწყო და 14 ნოემბერს დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *