იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის თქმით, ქუთაისში
წარმოშობით ბულგარელი საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე სტოიანოვის მემორიალური დაფა გაკეთდება. იდეა გუბერნატორმა ბულგარეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა.
ალექსანდრე სტოიანოვი 1879 წლიდან ქუთაისის ვაჟთა რუსულ კლასიკურ გიმნაზიას ხელმძღვანელობდა.
ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა