მე-11 საუკუნის წმინდა გიორგი სახელობის ტაძარი ბარდათის მუნიციპალიტეტის
სოფელ ხანში ნანგრევებადაა ქცეული. ტაძარი იმდენადაა დაზიანებული, რომ მას არც გუმბათი აქვს შემორჩენილი. შიდა სივრცეში ხეებია ამოსული, ნელ-ნელა იშლება შემორჩენილი კედლებიც.
ანა ფხალაძე, რომელიც ბაღდათიდანაა და ტურისტებიც ამ სოფელშიც მოჰყავს ამბობს, რომ ეს მე-11 საუკუნეში ერთ-ერთი დიდი ტაძარი უნდა ყოფილიყო. მისი არქიტეტურის გათვალისწინებით იმის თქმა შეიძლება, რომ ამ სოფელში დიდგვაროვნები ცხოვრობდნენ.
,,ტაძარი დანგრეულია. შემორჩენილი ნაგებობებიც ნელ-ნელა იშლება. ტაძარს აქვს ქორო. ეს დიდგვაროვნებისათვის იყო განკუთვნილი. უბრალო ადამიანს იქ ასვლა არ შეეძლო. აკუსტიკისთვის კედლებში ქვევრებია დატანებული. ეს ყველაფერი მიუთიტებს იმას, რომ აქ თავის დროზე საეკლესიო ცხოვრება ქუხდა. იმედია, ამ ტაძით ერთხელაც დაინტერესდებიან”.- ამბობს ანა ფხალაძე.
ტაძარი დღეს ასე გამოიყურება: