ტყიბულში ქალაქის დაარსებიდან 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადებიან.
ღონისიძებები 26 ოქტომბერს გაიმართება. ტყიბულის მერია პროგრამას ავრცელებს:
10:00სთ- გელათის აკადემიის დარბაზში ქ. ტყიბულის საარქივო ფოტოსურათების ჩვენება, მოწვეული ისტორიკოსების მიერ მოკლე ექსკურსი ტყიბულის დაარსებასთან დაკავშირებით;
11: 30 სთ – სოფ. ორპირის ცენტრში საბავშვო თეატრ-სტუდიის ღონისძიება ;
12: 30სთ- ჯვარისის საბავშვო ბაღის გახსნა;
13:30 სთ- იუსტიციის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა ტყიბულში ;
14:30სთ – საჭიდაო არენის გახსნა;
15:00 სთ – სამხატვრო გალერეაში ლერი ქემოკლიძის პერსონალური გამოფენა, სოფიო კუბლაშვილის წიგნის ,,ოკრიბის ღმერთის”” პრეზენტაცია;
15:30სთ- საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით;
16:00 სთ – მხატვრული წარმოდგენა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ლიტერატურულ სალონში;
16:30 სთ -ეთნოგრაფიული ოკრიბის წარმოსახვა ღია ცის ქვეშ (ეკლესიის მიმდებარე სკვერი) – ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინიდსტრაციული ერთეულებისათვის დამახასიათებელი ფოლკლორისა და სამზარეულოს წარმოჩინება, ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და ძველი ტყიბულის ამსახველი ფოტო-მასალების გამოფენა;
17:30 სთ – საზეიმო კონცერტი – ჯგუფი ,,ბანისა” და ქალაქის ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ცხრაჯვარის” მონაწილეობით, სადაც მოხედება ტყიბულის საპატიო მოქალაქეების წარდგენა.
მთელი დღის განმავლობაში სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ბავშვთა გასართობი უფასო ატრაქციონები.