აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტებს

Halloween Party-ზე იწვევს. ივენთი აწსუ-ს ეზოში გაიმართება. როგორც დაანონსეულია, ივენთი მოიცავს საინტერესო ისტორიებს,თამაშებს და შესაბამის გუნდურ ცეკვებს,  საუკეთესო კოსტიუმირებული წყვილი დაჯილდოვდება პრიზით.

,,Halloween-ზე დასასწრებად აუცილებელი იქნება წინასწარი რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ბმული მალე გამოქვეყდნება. გისურვებთ წარმატებებს.

გელოდებით 25 ოოქტომბერს, 18:00 საათზე, აწსუ-ს პირველ კორპუსში. დიდი შემართებით!

აუცილებლად გასათვალისწინებელი მოთხოვნები! სასტიკად აკრძალულია ნებისმიერი ტიპის ალკოჰოლური სასმელი.

იმისათვის რომ ღონისძიება იყოს მაქსიმალურად ორგანიზებული, აუცილებელია დავიცვათ ეს მარტივი წესი!” – წერია ღონისძიების აღწერაში. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *