ფოტოკონკურსში “ილო 2019” ნამუშევრების მიღება დაიწყო.
ძირითადი ფოტოკონკურსის თემა თავისუფალია, თუმცა, გამოვლინდებიან გამარჯვებულები რუბრიკაში “ჩემი ქუთაისი” და “ჩემი ქალაქი”. რუბრიკაში “ჩემი ქუთაისი” ფოტოგრაფიის მეშვეობით უნდა აისახოს მონაწილის პირადი დამოკიდებულება ქალაქთან – მისი ხასიათი, კოლორიტი, ადამიანები თუ არქიტექტურა.
საკონკურსო ნამუშევრები მიიღება 2019 წლის 7ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე. შედეგები გამოცხადდება 2019 წლის 15 ნოემბერს.
ფოტოკონკურსში გამარჯვებულთათვის დაწესებულია 4 პრემია: პირველი პრემია – 700 ლარი, მეორე პრემია – 600 ლარი, მესამე პრემია – 500 ლარი. რუბრიკა “ჩემი ქუთაისი” – 300 ლარი, რუბრიკა “ჩემი ქალაქი” – ფასიანი საჩუქარი, რომელიც გამარჯვებულს გადაეცემა 2020 წლის 2 მაისს, ქალაქობის დღესასწაულზე.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე