წყალტუბოს ცენტრალურ პარკში შადრევნების რეაბილიტაცია დასრულდა. ყველაზე დიდ,
მრგვალ აუზზე მოეწყო საფეხმავლო ბაქანი, რის შედეგადაც ხალხი შეძლებს შადრევნის შიგნით სიარულს და პირდაპირი კონტაქტის დამყარებას წყლის მოცეკვავე ნაკადთან.
წყლის ჭავლის სიმაღლე 2 – 3 მეტრია და სინქრონიზებულად განათდება. შადრევნის კონტროლი მოხდება პროგრამირებადი მართვის სისტემით. გაშუქების დროს ასევე იმუშავებს გახმოვანებაც. ფართო სპექტრის მქონე ორი დინამიკი დამონტაჟება შადრევნის გარშემო არსებულ ბოძებზე, 4 მეტრის სიმაღლეზე, საიდანაც ხმის ტალღები მთელ მოედანს დაფარავს.
შადრევნების რეაბილიტაცია მის სრულად აღდგენას მოიცავდა. წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მუსიკალური შადრევანი გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. მის სრული რეაბილიტაცია აქამდე არ მომხდარა.
პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება მილიონ 679 ათას 894 ლარია.
ე.წ. “მშრალი ინტერაქტიული შადრევნი” წყალტუბოში 28 სექტემბერს 15:00 საათზე ოფიციალურად გაიხსნება.