ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი
2019 წლის ბოლომდე ევროპის ქალაქებში გასტროლებს გამართავს. ბელორუსიაში, ლიეტუვასა და უკრაინაში გასამართი სპექტაკლები თითქმის მზადაა. ერთ-ერთი სპექტაკლი, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს ,,ქარი ქრის ვერხვებშია”. ამ სპექტაკლის პრემიერა გასტროლებამდე ქუთაისში სეზონის გახსნის შემდეგ უნდა მოხდეს.
,,დაგეგმილია გასტროლი ბელორუსი დრამატურგების თეატრში. იქ ოქტომბერში ტარდება ძალიან საინტერესო ფესტივალი. 9-ში და 10-ში ვითამაშებთ სპექტაკლს ,,სიმართლე”, ასევე ვითამაშებთ ფრანგი დრამატურგის პიესას ,, ქარი ქრის ვერხვებში”. 11 ოქტომბერს გადავდივართ ლიეტუვაში. კაუნასის თეატრში ვითამაშებთ სპექტაკლებს ,,დუპლეტი” და ,,სიმართლე. ოთხი დღე გავჩერდებით. ნოემბრის პირველში მივდივართ უკრაინაში, ქალაქ ვინიცაში. ამ ეტაპზე სხვა დაგეგმილი არაფერია”.- განაცხადა თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრანატული თეატრი 135-ე სეზონის გახსნისთვის ემზადება. ახალი სეზონი 27 სექტემბერს პრემიერით, ჯონ პატრიკის ,,ძვირფასი პამელათი”, გაიხსნება. რამდენიმე დღეში კი თეატრის მოყვარულები კიდევ ერთ პრემიერას ,,ქარი ქრის ვერხვებში” იხილავენ.