2020 წელს ქუთაისში კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებების რეაბილიტაცია იგეგმება.
სამუშაოები სახელოვნებო, მეორე, მესამე და მეოთხე მუსიკალურ სკოლებში ჩატარდება.
,,დაგეგმილია კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებების რეაბილიტაცია. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სახელოვნებო სკოლას, მე-2, მე-3, მე-4 მუსიკალურ სკოლებს. სამუშაოებისათვის გათვალისწინებული გვაქვს 870 ათასი ლარი. აქაც ისეთ რამეს ვაკეთებთ რაც არ ყოფილა. ასეთი მასშტაბური რეაბილიტაციები ჯერ არ ყოფილა.” – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ მედიის და მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს.
2020 წელს ქუთაისში სპორტული სკოლების რებილიტაციაც იგემება და მათზე მილიონ 300 ათასი ლარი დაიხარჯება.
სპორტული სკოლების და სახელოვნებო დაწესებულებების რეაბილიტაციისთვის 2 170 000 ლარი დაიხარჯება.