ქუთაისის ოპერის თეატრში (სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე) ვიქტორ დოლიძის ოპერას “ქეთო და კოტე” თავიდან დადგამენ.
ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ირინე ლომინაძის თქმით, ახალი, 51-ე სეზონის გახსნა პრემიერით იგეგმება.
,, “ქეთო და კოტეთი” გვინდა გავხსნათ სეზონი სექტემბრის ბოლოს. ეს იქნება სრულიად ახალი დადგმა. ასევე იგეგმება ოპერა “დაისის” განახლება”,- განაცხადა ირინე ლომინაძემ.
ქუთაისის ოპერის თეატრს მთავარი დირიჟორის, რევაზ ჯავახიშვილის თქმით “ქეთო და კოტე” ერთ-ერთი ძალიან გაყიდვადი სპექტაკლია, რომლის არა განახლება, არამედ თავიდან დადგმა მოხდება.
“ჩვენ გვექნება სრულიად ახალი ,,ქეთო და კოტე”. ამით გავხსნით სეზონს. ეს ძალიან გაყიდვადი სპექტაკლია და მივიღეთ გადაწყვეტილება კი არ აღვადგინოთ, არამედ თავიდან დავდგათ ეს სპექტაკლი. პარალელურ რეჟიმში გვექნება განახლება ჩვენი ძველი სპექტაკლებს”,- განაცხადა რევაზ ჯავახიშვილმა.
წელს ,,ქეთო და კოტე” 100 წლის გახდა. ვიქტორ დოლიძის ოპერა სამ მოქმედებად. ი. გრიშაშვილის ლიტერატურული რედაქციით, თბილისში, 1919 წელს დაიდგა. პრემიერა 11 დეკემბერს შედგა.
ფოტო: ქუთაისის ოპერის თეატრი