ქუთაისელი სოპრანო ვუდი ალენის რეჟისორობით დადგმულ “ჯანი სკიკკი” -ში იმღერებს.
ცისანა გიორგაძე ლასკალას სცენაზე გამოსვლისათვის ემზადება. იტალიელი მსმენელის წინაშე ის ცნობილ ბარიტონ ამბროჯიო მაესტრისთან ერთად წარსდგება.
“უკვე დავასრულეთ რეპეტიციები და 15 ივლისს გექნება სპექტაკლი. ეს ჩემი დებიუტია ლა სკალაში. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვუდი ალენის დადმულ სპექტაკლში მივიღებ მონაწიელობას. შენიშვნებიც მოგვცა და მოეწონა კიდეც ჩვენი შესრულება. სპექტაკლამდე განწყობა გვაქვს ემოციური და ამაღელვებელი. ” – ამბობს ცისანა გიორგაძე.
სექტემბერში კი ქალაქ ვიჩენცას თეატრში, “სიყვარულის ნექტარში” ადინას როლში მისი დებიუტი შედგება.
ცისანა გიორგაძე ამბროჯიო მაესტრისთან ერთად.