აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის
დეპარტამენტისა და ინგლისური ენის კლუბის ორგანიზებით გაიმართა სპექტაკლი ოსკარ უალდის პიესის “როგორი მნიშვნელოვანია, ვიყოთ სერიოზული” მიხედვით ეს არის კომედიური ჟანრის სპექტაკლი. მოქმედება ხდება მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს, ინგლისში ხდება, სადაც ორი ბრიტანელი ჯენტლმენი ძალიან უცნაური ხერხით ცდილობს მოიგოს ქალბატონების გული.
“ფულბრაიტის სტიპენდიანტი ვარ. მთელი წლის განვალობაში ინგლისური ენის დეპარტამენტში ვმუშაობ. ეს გულისხმობს სტუდენტებთან ურთიერთობას , სწავლას. აქტიურად ვმონაწილეობ კლასგარეშე აქტივბებში. დღევანდელი სპექტაკლი ამის გამოხატულებაა. გადავწყვიტე , ოსკარ უაილდის ცნობილი კომედია “როგორი მნიშვნელოვანია, ვიყოთ სერიოზული” დამედგა. ქართულად ეს ნათარგმნი არ არის. ეს ძალიან პოპულარული სპექტაკლია ამერიკის შეერთებულ შტატებში სკოლის მოსწავლეებში. მინდა რომ, რაც ამ სპეტქკლის ნახვის დროს მიმიღია სიხარული, ქუთაისელმა სტუდენტებაც გაიზიარონ”. – განაცხადა სპექტალის რეჟისორმა, კემერონ ტერიმ.
ინგლისური ენის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, მაია ალავიძის თქმით, მსგავის აქტივობები ეხმარება სტუდენტებს უკეთ შეისწავლონ ინგლისური ენა.
“ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტიძალიან სერიოზულად მუშაობს სტუდენტებთან და მაქსიმალურად ცდილობს, რომ საუკეთესო უნარებით აღჭურვოს. მათთვის დიდი გამოცდილებაა ინგლისურ ენაზე მოლაპარაკესთან ურთიერთობა. ამიტომ ჩვენ ყოველ წელს გვყავს ფუბრაიტის სტიპენდიანტი და მისი საშუალებით ჩვენი სტუდენტები ახერხებენ, რომ ის ოთხი უნარჩვევა რაც აუცილებელია, წერა, კითხვა, საუბარი და მოსმენა, აიმაღლონ და გაიუმჯობესონ.”- განაცხადა მაია ალავიძემ.