XIV საერთაშორისო ფესტივალის “აღდგომიდან ამაღლებამდე ”
ფარგლებში ქუთაისში გალა კონცერტი გაიმართება.
მაში მონაწილეობას მსოფლიო სცენის ვარსკვლავი იანო ალიბეგაშვილი მიიღებს. ცნობილი ქართველი სოპრანო ქუთაისს მეორედ სტუმრობს. ქუთაისელი მსმენელის წინაშე ის გასული წლის მაისში “გვირილობის” დღესასწაულის ფარგლებში წარსდგა.
გალა კონცერტში მასთან ერთად მონაწილეობას თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის “ნიჭიერთა ათწლედის” ორკესტრი, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელთან არსებული კამერული გუნდი (ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე),ქუთაისის ოპერის გუნდი და ორკესტრი მიიღებენ.
დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი.
გალა კონცერტი 11 მაისს, ქუთაისის ოპერის თეატრში 18 საათზე დაიწყება.
ფოტო:ინტერნეტ სივრცე