“ქალაქის ახალი რეალობა” – ასე აფასებს ქუთაისის საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია ქუთაისის ისტორიული უბნის რეაბილიტაციას.
მისივე თქმით, რიონისპრა უბნის რეაბილიტაცია შექმნის სამუშაო ადგილებს, გააჩენს ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას და ტურიზმის სფეროში ინვესტირება გაიზრდება.
“ქალაქის ახლი რეალობა. რიონისპირა სახლების სრული რეაბილიტაცია თავისი მნიშვნელობით არის კონკრეტული სარგებელის მომტანი მოსახლეობისთვის. ეს გამოიხატება რეკონსტრუირებული ახალი ინფრასტრუქტურით, ბიზნესის განვითარების შესალებლობით, ტურიზმის სექტორში ინვესტირებით, სამუშაო ადგილების შექმნით და რა თქმა უნდა, ქალაქისთვის ისტორიული იერსახის დაბრუნებით.
ვფიქრობ, ეს პროექტი ყველა ჩვენთაგანში შექმნის სიამაყის განცდას. მადლობა ყველას ვინც ამ ეტაპამდე მიგვიყვანა.” – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია.
რიონისპირა საცხოვრებელი უბნის რეაბილიტაციის პროექტისთვის ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა. შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 944 000 ლარია.
ამავე თემაზე: რიონისპირა სახლების რებილიტაციისათვის საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერი გამოცხადდა
რიონისპირა სახლების პროექტირება 3 ნაწილად მოხდება