ქუთაისში თეატრალური ფესტივალი “თეატრალური იმერეთი 2019” 2 ივნისს დაიწყება.
წელს მეათე საიუბილეო ფესტივალი ჩატარდება. “თეატრალური იმერეთი” ტრადიციულად მესხიშვილის თეატრში ეწყობა და მასში იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის თეატრები და მოწვეული უცხოური თეატრალური დასები მონაწილეობენ.
როგორც ფესტივალის დირექტორმა მაია პაქსაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე მუშავდება ფესტივალის პროგრამა და ზუსტდება უცხოური თეატრალური დასების მოწვევის დეტალები.
“მიმდინარეობს მუშაობა. 3 მოწვეული დასი უკვე ჩავსვით პროგრამაში, ველოდებით დასტურს მეოთხე დასისგან. ველოდებით გაუმჯობესებულ, უფრო ხარისხიან საკონკურსო სპექტაკლებს,”-განაცხადა მაია პაქსაშვილმა.
ფესტივალის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
“თეატრალური იმერეთი 2019” 20 ივნისს დასრულდება.