საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის
მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის №1 და ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელბის მოსწავლეები თბილისში პრეზიდენტის სასახლეში სტუმრად მიიწვია. აღნიშნული განცხადება სალომე ზურაბიშვილმა სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეების კონცერტის შემდეგ გააკეთა, რომელსაც წყალტუბოში დაესწრო.
“დარწმუნებული ვარ, რომ წყალტუბო გაცოცხლდება და თქვენ ხართ მისი გაცოცხლების პირველი ნიშანი. სწორედ ქართული კულტურა წარმოადგენს ქვეყნის ტურისტული განვითარების ნაწილს”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეების მშობლებს შესანიშნავი ახალგაზრდების აღზრდისა და კლასიკური მუსიკის სფეროში უკვე მიღწეული წარმატებებისათვის.