“ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ თუ ბევრი სპექტაკლი დაიდგება,
ჩვენი მაყურებელი არ დაგვტოვებს მარტო. ჩვენი გამომუშავებით, სპექტაკლების გაყიდვებით, ფინანსურ მხარეს ცოტათი გავამუჯობესებთ”,- ამბობს მესხიშვილის თეატრის მსახიობი ენდი ძიძავა. მისი თქმით, სამინისტრომ მსახიობებისათვის ხელფასების გაზრდაზე უარი განცხადა და თანხები არც სპექტაკლების დადგმისთვის გამოყვეს. ამაში მათ ქალაქის მერია ეხმარებათ.
“იყო დაპირება იმისა, რომ სახელფასო ფონდი გაიზრდებოდა. ვიცით, რომ სამინისტროში უყო ამის შესახებ გაგზავნილი მოთხოვნა და როგორც ვიცი ამაზე უარი თქვეს. მოამატეს კომუნალურები, გასტროლები, მივლინებები. მე ვერ ვხვდები სად უნდა წავიდეთ გასტროლებზე თუ კი ახალი არაფერი გვაქვს შეძენილი. ძველს უნდა დაემატოს ახალი. სადადგმო ხარჯები დამატებული არ არის. ამის თანხას გვაძლევს მერია. იმისათვის, რომ შევქმნათ პროდუქტი ქალაქის მერი გვიწყობს ამაში ხელს. ჩვენ ისე მოვედით აქამდე სადადგმო ხარჯების ფული ერთი თეთრი არ ყოფილა ბიუჯეტში. დეკორაციის ფული – არა, კოსტიუმის ფული – არა, კომპოზიტორის ფული – არა. ვფიქრობთ, ჩამოწერილი დეკორაციით რამე გავაკეთოთ.”- განაცხადა რადიო “ძველი ქალაქის” ეთერში საუბრისას მსახიობმა ენდი ძიძავამ.
2017 წელს კულტურის სამინისტრომ მის დაქვემდებარებაში მყოფ თეატრებში ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. სამინისტროს მაშინდელი მონაცემებით, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრში საშუალოდ შრომის ანაზღაურება 610 ლარს შეადგენს, ხოლო მსახიობების საშუალო შრომის ანაზღაურება 704 ლარია.
რადიო “ძველი ქალაქი” თემაზე მუშაობას აგრძელებს და ვრცელ მასალას შემოგთავაზებთ.