იმერეთის გუბერნია მუნიციპალიტეტებში დაგეგმილ

საახალწლო ღონისძიებების ჩამონათვალს აქვეყნებს. პროგრამა ასეთია:

თერჯოლა

31 დეკემბერი

► 19:00 საათი – თერჯოლის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება გალა კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული მომღერლების მონაწილეობით

ზესტაფონი

31 დეკემბერი

► 21:00 საათი – ზესტაფონის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება გალა კონცერტი ადგილობრივი მომღერლების მონაწილეობით

ხონი

31 დეკემბერი

► 22:00 საათი – გალა კონცერტი ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივი და მოწვეული მომღერლების მონაწილეობით

ვანი

31 დეკემბერი

► 23:00 საათი – საახალწლო კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით

საჩხერე

29 დეკემბერი

► 14:00 საათი – კულტურის ცენტრში გაიმართება კონკურსი ,,ჩემი საახალწლო ნაძვის ხე” და გამოვლინდება გამარჯვებული
► 17:00 საათი – კულტურის ცენტრში წლის წარმატებული ადამიანების დაჯილდოვება

31 დეკემბერი

► 20:00 საათი – სოციალური აქცია

ხარაგაული

30 დეკემბერი

► 13:00 საათი – მთავარ ნაძვისხესთან ზღაპრის გმირების საახალწლო შეხვედრა ბავშვებთან

31 დეკემბერი

► 19:00 საათი – ჯგუფი ,,ოჩოს ქოხის” კონცერტი მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე

ტყიბული

31 დეკემბერი

► 20:00 საათი – გალა კონცერტი მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე

სამტრედია

31 დეკემბერი

► 16:00 საათი – სამტრედიის ქუჩებში მოეწყობა ანიმაციური პერსონაჟებისა და თოვლის ბაბუის მსვლელობა. ასევე გაიმართება ფლეშმობი
► 23:00 საათი – საახალწლო გალა კონცერტი მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე

ჭიათურა

31 დეკემბერი
► 20:00 საათი – გალა კონცერტი კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე

ბაღდათი

31 დეკემბერი

►22:00 საათი–როკ ჯგუფის ,,ღესისტანცე” კონცერტი ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე

1 იანვარი

► 13:00 საათი – კულტურის ცენტრში საახალწლო კონცერტი ,,ჯადოსნური სიზმარი”

2 იანვარი

► 13:00 საათი – მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის საზეიმო კონცერტი. 

ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები 31 დეკემბერს დაიწყება და 3 იანვრამდე გაგრძელდება. პროგრამა ქუთაისის მერიამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.


საახალწლო ღონიძიებები დაწყებულია წყალტუბოში და 14 იანვრამდე გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *