გალერეა “ვარლას” საგამოფენო დარბაზმა იმერეთში მოღვაწე მხატვრების
ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა. დამთვალიერებელმა 70-მდე ავტორის 300-მდე ნამუშევარი შეაფასა.
“ქუთაისელი მხატვრები თვითმყოფადი შემოქმედებითი ნიჭით არიან დაჯილდოვებულები. ქუთაისი ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო. ძალიან საინტერესოა ერთმანეთის გვერდით ძველი და ახალი თაობის მხატვრების ნამუშევრების ხილვა,”-განაცხადა საქართველოს მხატვართა კავშირის წარმომადგენელმა.
გამოფენას ყოველწლიური ხასიათი აქვს.