ქუთაისში შემოდგომის ფესტივალი გაიმართება. ქუთაისის
მერიამ ფესტივალის ორგანიზებისათვის ტენდერი უკვე გამოაცხადა. გიორგობის დღესასწაულის ფარგლებში, 23 ნოემბერს, მონპლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა და და ფოლკლორული სიმღერების კონცერტი, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, ასევე მოდუღდება თათარა, ამოავლებენ ჩურჩხელებს. შესაძლებელი იქნება იმერული ღვინის დაგემოვნება.
ტერიტორია უნდა მოირთოს შემოდგომის თემატიკის შესაბამისად.
ფესტივალის ორგანიზებისათვის 6 ათასი ლარია განკუთვნილი. სატენდერო წინადადებების მიღება 2 ნოემბერს იწყება და 5 ნოემბერს მთავრდება.